LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა

158
Capture

პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა.

მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება

“შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადამიანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში.

ეს არის არამხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული, საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებული საერთოდ ფიქრთანაც ევროკავშირში გაწევრიანების.

ეს ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, ყველა მოქალაქეს, მაგრამ განსაკუთრებით ოპოზიციას, ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის და ეგოს გვერდზე გადადებით”, – თქვა ხოშტარიამ.

პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს, რომ საქართველომ მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს EU-ს კანდიდატის სტატუსი.

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს, რომ საქართველომ მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს EU-ს კანდიდატის სტატუსი”, – აცხადებს ჯაფარიძე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

magti 5g