“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და ყვარელში პოლიციელების ქმედებები მოღალატეობრივად შეაფასა.
“რაც ჩვენ ვიხილეთ ყვარელში, ეს იყო პირდაპირ მოღალატეების მოქმედება, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას, ეცეკვა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, რასაც ხშირად აკეთებენ, შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ქართველს, ყველა დაღუპულ გმირს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამის შემდეგ, მათ ძალისმიერად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას, შესაბამისად, სრულიად შეგნებულად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იქნება სულ ასე – მე მივედი და დავუპირისპირდი პოლიციის თანამშრომელს, სრულიად შეგნებულად და ვითხოვდი ადვოკატის შეშვებას, ეს არის ის პასუხი, რომელსაც მიიღებენ ყოველ ჯერზე”, – განაცხადა ხოშტარიამ.
პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია თავისუფალია. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.
ელენე ხოშტარია გუშინ, თელავის პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს.
