LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარიას ინფორმაციით, ბათუმში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას – “ეს კავშირშია ევტუშენკოვთან…”

171
BeFunky-collage (10)

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შესვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის უკან დავით იაკობაშვილი დგას, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% „როსნეფტმა“ შეისყიდა. სანქციების შემდეგ ფორმალური საბუთები გადააკეთეს. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდა ტელეფონით და ბორინკას ეძახდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან, ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და ქართულ პორტში მიიღეს.

ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში - დავითაშვილი

„სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება ეხებოდეს სანქციებს, ხდება არასწორი ინტერპრეტირების საგანი"

ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, არ დასანქცირდეს ქვეყანა და დასანქცირდეს კონკრეტულად ის პირი, რომელიც საზოგადოების საწინააღმდეგო აზრის პირობებში ქვეყანას ამ მდგომარეობაში აგდებს. სისხლიან ფულში აქვთ ხელი გასვრილი“,- აღნიშნავს ხოშტარია.

ამასთან, როგორც “დროას” ლიდერი განმარტავს, ნიშანდობლივია იქ ფაქტი, რომ გემი 2 დღე იყო საქართველოში, ხელისუფლებამ კი მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია.

“ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე ფაქტზე. პირველი – გემს, რომელიც 500 კმ-ს გადის, წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე, იმ გარანტიის გარეშე, რომ ტვირთს მიიღებენ. პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, ყველა უწყება ამოწმებს, მათ შორის, საბაჟო, რომელიც იტყუებოდა, რომ შეხება არ ჰქონდა. სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი ხდება შემდეგნაირად, შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას, იმისთვის, რომ ტვირთი სხვაგან წაიღონ. ნიშანდობლივია ის, რომ გემი პორტში 2 დღე იყო. ხელისუფლებამ გემის აქ ყოფნა დაადასტურა და მაშინ დაიწყო საუბარი, როდესაც ეს ყველაფერი მედიაში გაცხადდა“,- აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები