LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხშირად მინანია, ნეტავ არ მეტკინა ადამიანისთვის გული…შეიძლება ლაღი და ხალისიანი ვჩანვარ, მაგრამ სახლში ასეთი არ ვარ” – მარიამ როინიშვილი

284
BeFunky-collage (22)

მომღერალი და ტელეწამყვანი მარიამ როინიშვილი “ტვ პირველის” შუადღის გადაცემის რუბრიკაში “პასუხები” ბავშვობაზე საუბრობს.

როგორც როინიშვილი აღნიშნავს, მძიმე ხასიათი აქვს და მასთან კონტაქტი საკმაოდ რთულია.

“საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი, ახტაჯანას რომ ეძახიან, აი ეგეთი. ძალიან ემოციური ვარ. რამდენჯერაც დავეცი, იმდენჯერ ვცადე ფეხზე წამოდგომა. ძალიან ბევრჯერ შემეცვალა შეხედულებები და მგონია, რომ ყველა ჯერზე ფეხზე წამოდგომა შევძელი. ვისურვებდი, რომ უკეთესი შვილი ვყოფილიყავი. საკმაოდ რთულად საკონტაქტო ვარ. ვთვლი, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. შეიძლება ლაღი და ხალისიანი ვჩანვარ, მაგრამ სახლში ასეთი არ ვარ. ხშირად მინანია, ნეტავ ეს არ მეთქვა და არ მეტკინა ადამიანისთვის გული, თუმცა მივსულვარ და ბოდიში მომიხდია”, – საუბრობს მარიამ როინიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მარიამ როინიშვილს და მის ყოფილ მეუღლეს, მსახიობ გიორგი მახარაძეს გოგონა ჰყავთ, რომელსაც ელენე ჰქვია.

ამავე თემაზე:

მარიამ როინიშვილი: „თავიდანვე ვიცოდით, რომ ელენეს მსახიობობის ნიჭიც ჰქონდა და სიმღერისაც…“

ვიდეო: მარიამ როინიშვილისა და ეკა ამირეჯიბის ცეცხლოვანი დუეტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g