LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ხშირად მინდა თავის მოკვლა” – შინეიდ ოკონორმა ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა

1075

ირლანდიელმა მომღერალმა, შინეიდ ოკონორმა სოციალურ ქსელში 12 წუთიანი ვიდეო განათავსა, სადაც ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.

50 წლის ვარსკვლავის თქმით, დღიდან დღემდე ის სიცოცხლისთვის იბრძვის და ეს ყველაფერი მას უკვე გაუსაძლისად უჭირს. ”მარტო საკუთარი თავი გამაჩნია, ვცხოვრობ ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთ პატარა სასტუმროში, სადაც ღამეში 70 დოლარს ვიხდი. ცხოვრებაში არავინ არსებობს ჩემს გვერდით, გარდა ჩემი ფსიქიატრისა – ყველაზე კეთილი ადამიანისა დედამიწაზე. ის ყოველ დღე მეუბნება, რომ გმირი ვარ და სწორედ ეს სიტყვები მეხმარება ყოველი ახალი დღის გათენებაში.

მინდა ყველამ სწორედ გაიგოს, რატომ ვწერ ამ ვიდეოს:  ფსიქიკური აშლილობა  ნარკოტიკივით არის. ეს არის სტიგმა, რომელიც მუდამ თან გსდევს. მე ერთი ვარ მილიონიდან და ჩემს დღეში კიდევ უამრავი ადამიანია. ხშირად მინდა თავის მოკვლა, მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისად ძლიერი არ ვარ”  – ამბობს მომღერალი.

ვიდეოს ვარსკვლავის უამრავი თაყვანისმცემელი გამოეხმაურა. ისინი მომღერალს ამხნევებენ და კომენტარებში უწერენ, რომ რთული პერიოდი გადაივლის და ის კვლავ ბედნიერი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები