LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუან გუაიდო კარაკასში მრავალათასიან აქციაზე მივიდა

74
guaido

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კარაკასის ცენტრში მრავალათასიან მიტინგზე მივიდა. ეკვადორიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გუაიდომ მხარდამჭერებს მიმართა. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი​ს თქმით, სამხედროების ნაწილმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ისინი ყველა ჩვენგანს ციხით, სიკვდილით ემუქრებიან. თუმცა, მე ვეტყვი მათ, რომ ვერც დევნით და ვერც მუქარით ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ აქ ვართ, უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ,“ – განაცხადა ხუან გუაიდომ.

იმის მიუხედავად, რომ მას ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, გუაიდო ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ტურნეში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ იანვრის ბოლოს ნიკოლას მადუროს რეჟიმი არალეგიტიმურად გამოაცხადა და თავი დროებით პრეზიდენტად დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები