LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: „ბიძინამ მთავარი ტრიუკი თავის 77 ყმას ჩაუტარა – ჯერ მოაქაქინა და მერე აალოკინა სულ „ღირსებით და ქრისტიანულად“ 

222
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„ბიძინამ მთავარი ტრიუკი თავის 77 ყმას ჩაუტარა“ – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილებას.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

„ბიძინამ მთავარი ტრიუკი თავის 77 ყმას ჩაუტარა – ჯერ მოაქაქინა და მერე აალოკინა სულ „ღირსებით და ქრისტიანულად“ – წერს გია ხუხაშვილი.

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის რეგლამენტი პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევას არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი.

სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი

ამასთან, სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია მაინც გაიმართება.

რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართება: გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული კანონპროექტების საპროტესტოდ თბილისსა და სხვა ქალაქებში 7-8 მარტს აქციები იმართებოდა. შსს-ს მომიტინგეების დასაშლელად არაერთხელ მოუწია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

„ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ავტომანქანებს, დააზიანეს ავტობუსი, სახანძრო“ – შსს გუშინდელ აქციაზე განცხადებას ავრცელებს

შსს: 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა

magti 5g