LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: „ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“

136
ფორტუნა - 2023-04-19T122221.577

„მგონია, რომ რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ჩასაფრებიდან“ მოქმედება, ახლა არის დრო ოპოზიციამ ინიციატივა თავის ხელში აიღოს და თვითონ შექმნას ამ ტაქტიკური ბრძოლის დღის წესრიგი“ – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტში მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნას.

როგორც გია ხუხაშვილი წერს, „ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“

„ამის გაკეთება შესაძლებელია შემდეგნაირად:

გამოაცხადონ, რომ არ დატოვებენ პარლამენტის შენობას, სანამ კენჭისყრა არ შედგება რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი.
პარალელურად პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ მოაწყოს პერმანენტული აქცია იგივე მოთხოვნით.

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, კომიტეტის მიზანი იმ კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!“ – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, 18 აპრილს, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ” – ირაკლი კობახიძე

სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა, ხოლო საკითხის განსახილველად 76 ხმა იყო საჭირო.

კობახიძე: ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

„ოცნების ამომრჩეველო, ნეტავ თუ მიხვდით, რა მოხდა დღეს! არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ხდება სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!” – თინა ხიდაშელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g