LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: რუსეთმა ჩათვალა, რომ იმპერიაში საქართველოს რეინტეგრაციისთვის საფუძველი საკმარისადაა მომზადებული და მიიღო შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილება

150
ფორტუნა - 2023-05-10T163341.830

რუსეთმა ჩათვალა, რომ იმპერიაში საქართველოს რეინტეგრაციისთვის საფუძველი საკმარისად არის მომზადებული და მიიღო შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილება, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

როგორც გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკ პოსტში აღნიშნავს, რუსეთისთვის უკრაინაში წაგებული ომის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება.

ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – გურამ მაჭარაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„როგორ იკითხება პოლიტიკის ენაზე რუსეთის გადაწყვეტილება? რუსეთმა ჩათვალა, რომ იმპერიაში საქართველოს რეინტეგრაციისთვის საფუძველი საკმარისად არის მომზადებული და მიიღო შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილება.

გოცირიძე: რუსეთმა საქართველო მეგობარი ქვეყნების რანგში ჩაწერა, ჩრდილოეთ კორეას და ბელარუსის გვერდით დაგვაყენა – ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის

რუსეთისთვის უკრაინაში წაგებული ომის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება“, – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g