პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში თბილისობის დღესასწაულს ეხმიანება.
ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც პარტია საკუთარ გამარჯვებას თბილისის დღესთან აკავშირებს, ცდილობს, უფრო ღირებულით გადაფარონ საკუთარი შეცდომები:
„როდესაც პარტია საკუთარ გამარჯვებას აკავშირებს რაიმე ზეიმთან, ამ შემთხვევაში ჩვენი საყვარელი ქალაქის დღესთან, ეს არახალია… ამით ცდილობენ მიეტმასნონ, უფრო დიდით და ღირებულით გადაფარონ საკუთარი შეცდომები, თუ დანაშაული…
ახალი მხოლოდ ის არის, რომ ამ დღეებში ყველაზე აქტიურად რუსი დეზერტირების არმია ზეიმობდა, როგორც Тбилисоба-ს, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლისთავს…“ – წერს გია ხუხაშვილი.