ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთაში ტყის მასივში ხანძარი ღამით გაჩნდა და ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ტყეში გაჩნდა, თუმცა უშუალოდ ხანძრის ადგილზე დაბალი მცენარეები, ძირითადად ბუჩქნარი და ბალახი იყო.
ხანძრის შედეგად 500 კვადრატული მეტრია დამწვარი.