LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოს მუნიციპალიტეტში ყველის საწარმო გაიხსნა

153

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ყველის საწარმო შპს „ნატურალ პროდუქცია“- გაიხსნა.  ინვესტიცია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

შპს „ნატურალ პროდუქცია“ არის ყველის პირველი საწარმო აჭარის რეგიონში. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველის წარმოება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით ხდება. საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის 15-ზე მეტი სოფლიდან იბარებს რძეს და დღიურად 800-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება.

საწარმო დღიურად 4-დან 6 ტონამდე რძეს ამუშავებს და იმერულ ყველს, სულგუნს, ნადუღსა და კარაქს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ბათუმის აგრარულ ბაზარზე, წამყვან სასტუმრო-რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. საწარმოში 30-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ განაცხადა, რძის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

“მეცხოველეობის დარგის განვითრების კუთხით არა ერთი პროგრამა განხორციელდა. ხულოში საწარმოს გახსნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში მერძევეობის განვითარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული. აღნიშნული პროგრამა დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს და საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალ სამუშაო ადგილები, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს სოფლად მაცხოვრებლებს’’. – განაცხადა ფუტკარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები