LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორ სახელმწიფო ინტერესებს, საზოგადოება დაიცავს

49
Untitled design

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, მთლიანად საზოგადოება დაიცავს“.

„ბატონი ბიძინას სანქცირების თემაზე, შეხედეთ – ევროპაში დაანონსებული სანქცირების აღსრულება მოხდა მხოლოდ უკრაინაში.

არადა ის, რომ სანქცირების თემა იყო ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, თვითონ ფონ კრამონმა გააჟღერა ამ თემაზე, როდესაც სამარცხვინო რეზოლუცია შემუშავდა – სადაც პირდაპირ იყო გაწერილი, რომ ბარტონი ბიძინა ივანიშვილი იყო ოლიგარქი და მისი სანქცირება უნდა მომხდარიყო, ეს იყო ამერიკელ პარტნიორებთან…

წამოსცდა, შემდეგ უარყო, მაგრამ ნათქვამი ხომ არ დაიკარგა? ეს ითქვა, მაგრამ შეხედეთ… ბატონი ბიძინას სიძლიერე აქაც გამოჩნდა და მისი ძალა არა არის მხოლოდ ფინანსებში, როგორც უნდათ რომ ეს წარმოაჩინონ, მისი ძალა არის სწორედ იმაში, რომ საზოგადოება დგას ჯანსაღი აზრის გვერდში.

როგორც 2012 წელს ბატონი ბიძინა დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას მის გვერდში და თუკი საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორ სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, თვითონ საზოგადოება დაიცავს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები