LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძის ინიციატივამ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო – დეპუტატი უკმაყოფილოა

150
75653323-2627934443933151-310178535207600128-o (1)

“ქართული ოცნების” ოფისში დასრულდა უმრავლესობის შეხვედრა, სადაც განსახილველ საკითხებს შორის იყო დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებული და პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც ე.წ. “ამერიკული მოდელის”  და ორპალატიანი პარლამენტის შექმნას გულისხმობს. დიმიტრი ხუნდაძეს მომხრეთა შორის არიან 10-მდე დეპუტატი, რომლებიც დღეს ცდილობდნენ პარტიის მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა, როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის დანარჩენი დეპუტატები შერეულ-მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების პრინციპულ გადაწყვეტილებას არ ცვლიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იყო ჯანსაღი კამათი, თუმცა როგორც მან განმარტა, ყაველაშვილს, ხუნდაძეს, ბერაიას და სხვებს აქვთ ლეგიტიმური უფლება ილაპარაკონ გეგმებზე, ხოლო უმრავლესობა დაუჭერს თუ არა მათ მხარს, ეს უკვე პარტიის საქმეა.

მაჟორიტარებს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვთ – რას ითხოვს დიმიტრი ხუნდაძე

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძეს, ის დღევანდელი შეხვედრით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო. “ამერიკული მოდელის” და ორპალატიანი პარლამენტის შექმნის ინიციატორი დეპუტატი განმარტავს, რომ  არჩევნების შერეული სისტემა, იქნება ქვეყანაში არასტაბილორობის მიზეზი და ამას დესტრუქციული ძალები გამოიყენებენ.

დიმიტრი ხუნდაძემ პარტიის შეხვედრაზე თანაგუნდელების დარწმუნება ვერ შეძლო, თუმცა ბრძოლის გაგრძელებას კვლავ აპირებს და ამბობს, რომ საზოგადოებას უხსნის მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის აზრს და მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი არსებული საკითხების მოსაგვარებლად ამიტომ ფიქრობს, რომ მომდევნო შეხვედრა აუცილებელია.

საქართველო ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მზად არ არის – კობახიძე

ხალხში გასვლამდე და მოსახლეობასთან შეხვედრამდე ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად, კიდევ რამდენიმე შეხვედრას გეგმავს გუნდის წევრებთან.  ბიძინა ივანიშვილის და უმრავლესობის დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხუნდაძე ინიციატივაზე მუშაობას გააგრძელებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ არც მისი მხარდამჭერები არიან რაოდენობით ნაკლები.