LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხვალ ღამის 12 საათამდე პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს ბრძანება, გრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა” – კოტე ჩოკორაია

712
კოტე (1)

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად ხვალ საღამოს სრულდება, თუმცა როგორც ცნობილია, მთავრობა ამ პერიოდს კიდევ გაახანგრძლივებს.  გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს. რა პროცედურების გავლაა მანამდე საჭირო, რატომ ამბობს უარს ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე და სად არის ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა, ამ საკითხებზე დღის თემაში კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ყველაფერს თავისი სამართლებრივი პროცედურა აქვს.

“ჯერჯერობით ვიცით, რომ საგანგებო მდგომარეობა არის 21 აპრილის ჩათვლით, ანუ გადაწყვეტილება გაგრძელებასთან დაკავშირებით უნდა მიიღონ 21 აპრილის ღამის 12 საათამდე. პრემიერის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტმა ხვალ ღამის 12 საათამდე უნდა გამოსცეს ბრძანება. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, ანუ 22-ში, მაშინ დამტკიცდება ეს ბრძანება. აქ ორი დეტალია გასათვალისწინებელი: ერთი – გადაწყვეტილების დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო , ამიტომ ოპოზიციის მონაწილეობა-არ მონაწილეობა ხელს არ უშლის, უბრალოდ ამით ოპონენტები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ და მეორე არის სამართლებრივი საკითხი.

ავტომობილებით გადადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა 21 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს

"საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა 21 აპრილამდე გამოცხადდა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეისათვის საგანგებო მდგომარეობა არის 21-მდე."

აღარ უნდა გამეორდეს ის სამართლებრივი შეცდომები, რაც პირველად დაუშვეს, ანუ გამოიცა პრეზიდენტის დეკრეტი და მერე მთავრობის დადგენილებებით ემატებოდა შეზღუდვები. სამართლებრივად სჯობს, რომ პრეზიდენტის დეკრეტშივე გაიწეროს დეტალები”, – ამბობს კოტე ჩოკორაია.

ის ოპოზიციის გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მას ესმის ხელისუფლების ოპონენტების. კოტე ჩოკორაიას თქმით, მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მთავრობას აქვს თუ არა ჩამოყალიბებული ხედვა, რა გეგმა აქვთ კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

უნდა ვიცოდეთ როდის, რა ფაზებით გადავალთ ნორმალურ ცხოვრებაზე, ეკონომიკაში რა მოხდება – ამაზე მკაფიო ხედვა გვაინტერესებს ყველას”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილის ჩათვლით არის გამოცხადებული. ასევე ხვალინდელი დღის ჩათვლით სრულად აკრძალულია ავტომანქანებით გადაადგილება. მოიხსნება თუ არა ეს შეზღუდვა, სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები