LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები” – გერმანიის ელჩი

74
ჰუბერტ ქრინში

პრეზიდენტის მოწოდებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრების შესახებ, საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში უერთდება.

ვინ უერთდება პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას? – თანხმობა და უარი ზურაბიშვილს 16 ივნისს

ქრინშის განცხადებას გერმანიის საელჩო ავრცელებს:

“საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ.

ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქცია დააანონსა და განაცხადა:

“16 ივნისს გთავაზობთ, რომ ყველა შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა და ჩვენი ნება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

mazda magti 5g