LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ პარლამენტის რიგგარშე სხდომა ჩაინიშნა – რისთვის ემზადება უმრავლესობა

76
სხ 2

ხვალ 12 : 00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებითაა მოწვეული. მას შესაბამისი მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა.

რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:

1.პრემიერ – მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;

2.საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი პლენარულ სხდომაზე პრემიერის დაბარების განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.

მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს - პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ხელს აწერს

საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, გამოვხატოთ რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის გვერდით და მშვიდობის მხარეს, - აცხადებს პრეზიდენტი.

ცოტა ხნის წინ კი, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თქვეს, რომ შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” სხდომა ჩააგდოს.

„ხვალ საქართველოს პარლამენტში სხდომა უნდა გაიხსნას უკრაინის ჰიმნით, პარლამენტის დარბაზში, მხარდამჭერი განცხადებებით, რეზოლუციით. რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება? – იკითხა დეკანოიძემ და დაამატა, – სამწუხაროდ, არსებობს განცდა იმის, რომ ხვალინდელ სხდომას დაემუქროს კვორუმის ჩაგდება“.

ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის თითოეული ჯგუფიდან და ფრაქციიდან წარმომადგენლები შეხვდნენ პარლამენტის სპიკერს, რომ განეხილათ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის მიერ მისაღები ერთობლივი განცხადების ტექსტი.

„წარმოუდგენელი იყო ჩვენგან, ამ შეხვედრის დროს დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რომ დაუძვრეს ამ სხდომას, კვორუმი თუ არ შედგა“, – განაცხადა სამნიძემ.

განახლებადი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე წაიკითხეთ აქ : ომი უკრაინაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები