ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშს წარადგენს.
ანგარიშში, რომელიც 486-გვერდიანია, 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობაა მიმოხილული.