LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხვალ სწორედ 16 თებერვალია, შენ 55 წლის ხდები…ბერიკ, კიდევ ერთხელ გილოცავ და გელოდებით ყველა ჯანმრთელსა და საღსალამათს” – დიმიტრი ხვთისიაშვილი

212
befunky-collage-2024-02-15t221908.792-2024-02-15_22-19-17_316900

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გივი ბერიკაშვილის შვილის, მსახიობ ზურა ბერიკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ზურა ავადმყოფობას ებრძვის და სრულიად უცხო ადამიანებიც კი მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ.

,,სადღაც ნოემბრის თვის დასაწყისში, ჩემთან მოვიდა რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობი და ერთი ახალგაზრდა რეჟისორი – ბატონო დიმა 16 თებერვალს ზურიკო 55 წლის ხდება და გვინდა რაღაც იუბილეს მსგავსი მოვუწყოთ და იქნებ დაგვეხმაროო. იცოდნენ რომ თვითონ უარს ეტყოდა და ცდილობდნენ ჩემთან რაღაც ისეთი გამოსავალი მოეძებნათ, რომ ღირსეული საღამოც გამართულიყო და იუბილარიც მაქსიმალურად არ შეეწუხებინათ. ერთ-ერთმა მითხრა კიდეც, მთავარია მან იგრძნოს, როგორ გვიყვარსო…

ხვალ სწორედ 16 თებერვალია, შენ 55 წლის ხდები…ბერიკ კიდევ ერთხელ გილოცავ და გელოდებით ყველა ჯანმრთელსა და საღსალამათს და დარწმუნებული ვარ, გრძნობ იმ უზარმაზარ სიყვარულს, რაც შენი უეცარი ავადმყოფობის შედეგად, ამოხეთქე ნაცნობისა თუ უცნობის გულში.

28 დეკემბრიდან არ ყოფილა საათი, წუთი, წამი შენზე არ ვფიქრობდეთ, შენი ჯანმრთელობისთვის არ ვლოცულობდეთ. თუმცა ჩვენ, შენი ოჯახის წევრები ვართ და რა არის გასაკვირი, ასე რომ ვიქცევით, სრულიად უცხო ადამიანები ლოცულობენ შენი გამოჯანმრთელებისთვის. ყოველთვის ასხივებდი სიკეთესა და სიყვარულს, ასეა ამ წუთამდეც, ასე იქნება სანამ ცოცხალი ხარ და შენ ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა იცოცხლო.

ცის გახსნასავით ველოდები ხვალინდელი დღის გათენებას. გისურვებ ბერიკ ძმაო, შენი ახალი დაბადების დღეც, ნაღდი დაბადების დღიდან დაიწყოს. სხვა უფლება უბრალოდ არ გაქვს. ამდენი ადამიანის მოლოდინსა და სიყვარულს გამართლება უნდა. ყოველთვის უმართლებდი ყველას იმედს, იმედია ამ რთულ ბრძოლაში გამარჯვებული გამოხვალ და შენი გამორჩეული კეთილშობილებითა და კაცთმოყვარეობით დაუბრუნდები შენს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თეატრს და უზარმაზარ ჯარს კეთილის მსურველებისას.

როცა ასეთი სიყვარულია რა უფლება გაქვს სხვაგვარად მოიქცე? ბერიკ კიდევ ერთხელ გილოცავ და გელოდებით ყველა ჯანმრთელსა და საღსალამათს, შენი პოზიტიურობითა და თვითირონიით, იუმორითა და გადამდებლობით, შენი სიკეთით…

p.s. ეს ფოტო 28 ნოემბერსაა გადაღებული მადრიდში, ზუსტად ერთი თვით ადრე იმ გაუგებარ დღემდე. ასეთი ფოტოები ბევრი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გვექნება”, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ზურა ბერიკაშვილმა იანვრის თვეში ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა.

ის გერ­მა­ნი­ა­ში, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.

იხილეთ სრულად

„ურთულესი პერიოდი გვაქვს და იმედს არ ვკარგავთ“ – ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

„ზურა უკვე გერმანიაშია.. ისევ ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში იმყოფება“- რა არის ცნობილი ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები