LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ თბილისში „ბოჰემური რაფსოდიის“ პრემიერაა – რა ხდება ნიუ-იორკში ერთი დღით ადრე (ფიოტო)

119

ხვალ რადიოები „ფორტუნა“ და „ფორტუნა პლუსი“ ლეგენდარული „ქუინისა“ და ფრედი მერკურის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ მსოფლიო პრემიერას „კავეაში“ წარადგენს. მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე ვარსკვლავები ნიუ-იორკში ფილმის წვეულებაზე შეიკრიბნენ. სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე „ბოჰემური რაფსოდიის“ მსახიობმა, ფრედი მერკურის როლის შემსრულებელმა, რამი მალეკმა და ჯგუფის წევრებმა მოიყარეს თავი. ასევე წვეულებას ნამდვილი ქუინომანები და ვარსკვლავები ესწრებოდნენ.

ამ დღეს სტუმრებს თავად რამი მალეკი მასპინძლობდა. ის ნაცრისფერ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი დასთან ერთად მივიდა პრემიერაზე. მალევე მას ლეგენდარული „ქუინის“ გიტარისტი, ბრაიან მეი და დრამერი, როჯერ ტეილორი შეუერთდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g