ხვალიდან, ანუ 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ. საკითხზე დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
როგორც იცით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, კვების ობიექტები ამჟამად 22:00 საათამდე მუშაობენ.