LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული რეგულაციებით შესვლას შეძლებენ

241
Germany-tourism

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შესვლას შეძლებენ.

„გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების, ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.

გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.

ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით (ვაქცინების ჩამონათვალი: https://bit.ly/38Z4cxx). საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3NALqeC

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g