ექიმი სოფიო ბერიძე ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავლის გზების შესახებ წერს. ბერიძე აღნიშნავს, რომ პაციენტები კლინიკაში არა ტესტის, არამედ კლინიკური სურათის მიხედვით უნდა ხვდებოდნენ. შედეგად კი, ჰოსპიტალური სექტორი შედარებით გათავისუფლდება.
ექიმი ასევე წერს, რომ 112-ის ხაზიც კი განიტვირთება, თუ ტელევიზიით, სოციალური მედიით გავუშვებთ მასიურ საინფორმაციო კამპანიას-კონკრეტულად რა შეიძლება გააკეთოს სახლში დარჩენილმა კოვიდ პაციენტმა.
“ოპონირებას გავუწევთ ყველას, ვინც გვეტყვის, რომ ეს რაც ხდება, არის ჩვენი მედიცინის მაქსიმუმი!
მეტი შეგვეძლო და შეგვიძლია ქმედითი ნაბიჯების გადადგმით, მაგალითად:
?ხვალვე ვიგრძნობთ სიტუაციის გაუმჯობესებას, თუ კოვიდ 19 -ის კლინიკური დიაგნოზს ავამუშავებთ, რაც ნიშნავს – რომ პაციენტი საავადმყოფოში მოთავსდეს, არა ტესტის, არამედ კლინიკური სურათის და საჭიროების მიხედვით!
?ხვალვე შვებით ამოისუნთქებს ასობით ოჯახის ექიმი, თუ მივცემთ მკაფიო მითითებას და შესაძლებლობას – პაციენტის ბინაზე დასატოვებლად და ჰოსპიტალში გასაშვებად!
?ხვალვე მობილიზდება, თამამად ამოქმედდება და შესაბამისად კლინიკებს განტვირთავს ათასობით სტაციონარის ექიმი, თუ მივაწოდებთ პაციენტის კლინიკიდან გაწერის მკაფიო კრიტერიუმებს!
?ხვალვე სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამონთავისუფლდება, თუ უსიმპტომო პაციენტების სასტუმროებში გადასაყვანად მათ აღარ გამოვიყენებთ!
? ხვალვე 112-ის ხაზი განიტვირთება, თუ ტელევიზიით, სოციალური მედიით გავუშვებთ მასიურ საინფორმაციო კამპანიას – რა გააკეთოს სახლში დარჩენილმა კოვიდ პაციენტმა, როდის/როგორ დარეკოს ოჯახის ექიმთან და როდის დაუკავშირდეს 112-ს.
? ხვალ არა, მაგრამ ძალიან მალე დავძლევთ პანდემიას, თუ ჩვენ ყველა შევასრულებთ სამ მთავარ წესს – ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა!”-წერს სოფიო ბერიძე.