LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია აშშ-ს საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ

746
იაგო ხვიჩია

ამერიკის საელჩოში იჩხუბა ხალხმა და რეგიონებში ჩხუბი რას გააკვირვებს “ქოც-ნაცურ” ნარატივს ან ვინმეს?! – მე რომ უცხოელი დამკვირვებელი ვიყო ამ პროცესის, ჩავთვლიდი, რომ მეხუმრებიან, როცა ჩემს საუბარს დეპოლარიზაციაზე ყოველ დღე უპირისპირებენ შეგნებულ პოლარიზაციას, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში 30 ივნისს მომხდარ ინციდენტს.  მეორე მხრივ კი, რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმებს გამოეხმაურა.

ხვიჩიას თქმით, ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით, როცა ეს მეგობარი ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე ხდება.

„ძალიან გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ, ამიტომ მიჭირს ამაზე საუბარი. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა. მე არ ვიცი, რამდენად გვქონდა ძალადობასთან საქმე, არ შევსწრებივარ. ძალადობა რა თქმა უნდა, დასაგმობია და ორჯერ და ათჯერ მეტად არის დასაგმობი ისეთ ადგილას, სადაც ეს ძალადობა მოხდა, თუ მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა მეგობარი ქვეყნის მიღებაზე კარგი ამბავი არ არის,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

რა მოხდა 30 ივნისს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე:

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

“შოკში ვარ, ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

“ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას” – ელისო ბოლქვაძე

ვოლსკი: რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს… ღირსების შეურაცხყოფას

ინგა გრიგოლია: ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, გაქვს თმენის ვალდებულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g