LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia Cerato ნოემბრის თვის ბესტსელერი გახდა

48

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ გასული თვის გაყიდვების გლობალური შედეგები გამოაქვეყნა. ნოემბრის თვეში ავტომწარმოებელმა Kia-მ 283 660 ავტომობილის რეალიზაცია მოახერხა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს ციფრი 9,1%-ით მეტია.

ბესტსელერის ადგილი 44 607 გაყიდული ეგზემპლარით С კლასის წარმომადგენელმა Kia Cerato-მ დაიკავა.

მეორე ადგილი კომპაქტურ ქროსოვერს Sportage ერგო, რომლის 44 308 ერთეული გაიყიდა. სამეულს 44 024 ერთეულით Rio ასრულებს. ხუთეულში ასევე Optima და Soul შედიან.

ყველაზე მეტი ავტომობილი Kia-მ ჩინეთში გაყიდა – 80 805 ერთეული. Kia-სთვის მნიშვნელოვანი ბაზარია ასევე ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები