კომპანია Kia გეგმავს ხუთ მეტრიანი კონცეპტუალური ქროსოვერი Telluride, რომლის დებიუტიც 2016 წელს შედგა, სერიულად გამოუშვას. ინფორმაციას Kia-ს დიზაინერული განყოფილების ხელმძღვანელზე, პიტერ შრაიერზე დაყრდნობით, ავსტრალიური გამოცემა Go Auto ავრცელებს.
Kia-ში Telluride-ის სერიული ვერსიის შესახებ არანაირ დეტალზე არ საუბრობენ. ევროპული ოფისის დიზაინერის, გრეგორი გულიამის განცხადებით, მოდელი ბაზარზე ჩრდილო ამერიკის საზღვრებს მიღმაც გამოჩნდება. კერძოდ იკქ, სადაც მოთხოვნით სარგებლობს ყველგანმავალი Mohave.
Telluride-ის გაბარიტული სიგრძე 5001 მილიმეტრია, სიგანე 2029 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1 800 მილიმეტრი. კონცეპტქარი სავარძლების სამი რიგით Sorento-ს მოდერნიზებულ პლატფორმაზეა აწყობილი.
პროტოტიპი ჰიბრიდული ძრავით არის აღჭურვილი. მთლიანობაში ბენზინისა და ელექტრო ძრავები 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. კონცეპტქარს ციფრული მოწყობილობათა პანელი, კარებზე ეკრანები და მგზავრების მდგომარეობის თვალთვალის სისტემა აქვს.