LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზი მოტოციკლეტით ბევერლი-ჰილსზე

134
safe-image

ლოს-აჯელესში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები კვლავ გრძელდება და რიგითი ადამიანები, ჰოლივუდელი ვარსკვლავების ჩათვლით, უსაფრთხოების ნორმებს ემორჩილებიან და სახლში რჩებიან, თუმცა, მაინც არსებობს ისეთი მომენტები, როდესაც ისინი უბრალოდ იძულებულნი არიან გარეთ პროდუქტებისა თუ სხვადასხვა გადაუდებელი საქმისთვის გავიდნენ.

ფოტო: We’ll be back -  არნოლდ შვარცენეგერი „ტერმინატორის“ სლოგანიანი პირბადით სეირნობს

გასეირნების შემდეგ კი მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული პირბადეების შეძენას ისინიც შეძლებდნენ. გაყიდული პირბადეებიდან შემოსული თანხა  საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება

ამჯერად, პაპარაცებმა „სიჩქარის“ ვარსკვლავი, კიანუ რირვზი დააფიქსირეს. მსახიობი მოტოციკლეტით, ბევერლი-ჰილსის ტრასაზე მიქროდა.

ყავისფერი ქურთუკი, შავი ზურგჩანთა, ლურჯი ჯინსები, ყავისფერი ბათინკები და ტყავის ხელთათმანები, რომელიც ბაიკერულ „ლუქს“ აგვირგვინებდა.

აღსანიშნავია, რომ რივზი მოტოციკლეტით, 2011 წლიდან გადაადგილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები