დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 890 პაციენტი, 53 კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,96 პროცენტს შეადგენს.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,48 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,46 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა – 189, იმერეთი – 472, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 286, გურია – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 231, კახეთი – 188, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 299 საიდანაც: 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 336, აჭარაში – 509, იმერეთში – 1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 472 პირი, მათ შორის, თბილისში – 592, აჭარაში – 124, იმერეთში – 443. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 38, იმერეთში – 32. 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 – თბილისში, 261 – აჭარაში. 33 268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 404 ადამიანი.