„კიდევ ერთი დაჩაგრული ქალის საქმე მოვიგეთ!“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა აბაშიძე წერს.
როგორც ის ჰყვება, „ფსიქიატრიულში მოათავსეს ქალი, რომელიც არათუ ვინმეს რამეს უშავებდა, არამედ თავად იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი“, თუმცა ამით არც პოლიცია და არც ფსიქიატრები დაინტერესებულან, ისე გამოკეტეს და იძულებით აყლაპეს წამლები.
„ამ ტანჯვის გამო, ფსიქიატრიულ დაწესებულებას მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევს!
ეს მჩაგვრელი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს! ფსიქიატრია კი განვითარდეს და მოემსახუროს ადამიანს ისე, როგორც ეს თანამედროვე, განვითარებულ სამყაროშია!
პ.ს. ყველაზე გულის მომკვლელი ის არის, 5 ადვოკატი რომ სტუმრობს ხოლმე კლიენტს ფსიქიატრიულში და ისინი გაკვირვებულები კითხულობენ „ვინ არის ასეთი ნეტა?!“ ამ დროს უბრალო მოქალაქე და სისტემის მხრიდან დაჩაგრული ქალია, რომელსაც, დიახ მთელი გუნდი ვეხმარებით!“– წერს ანა აბაშიძე „ფეისბუკზე.“