LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი დიპლომატიური მხარდაჭერა აშშ-სგან -სახელმწიფო დეპარტამენტი უელს მიტჩელის ვიზიტს ეხმაურება

68

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, ჰიზერ ნაურტი აღნიშნავს, რომ უეს მიტჩელმა 29 აპრილიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა. მათ შორის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც ორმხრივი მტკიცე ურთიერთობებსა და საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრეს.

ჰიზერ ნაურტის თქმით, უეს მიტჩელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„აშშ მხარს უჭერს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. უელს მიტჩელმა ასევე მოინახულა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ამჟამად რუსული შეიარაღებული ძალების იმყოფებიან“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები