თურქეთში კორონაირუსის დელტა შტამია გავრცელებული. ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 90% დელტა შტამია, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი, ვინც 2 დოზით არიან აცრილი, გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზა.
მანვე დასძინა, რომ ჰიგიენა და დისტანციის დაცვა კვლავ აუცილებელია.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით ერჯერადად 52 მილიონზე მეტი ადამიანი აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრილთა შორის უკვე 39.7 ადამიანზე მეტია.
როგორც ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, თურქეთში ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ვაქცინის წარმოება დაიწყონ.
მისივე თქმით „თურქოვაკი“ გადაუდებელი გამოყენების დამტიცებას ელოდება.
„თუ დამტკიცდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ, მისი წარმოება ოქტომბერში დაიწყება“, – აცხადებს მინისტრი.
„თურქოვაკი“ ინაქტივირებულ ვაქცინათა რიცხვს მიეკუთნება და კვლევების მესამე ეტაპს გადის. ის მოსახლეობას პირველად იანვარში შესთავაზეს.
სავარაუდოდ, ეს იქნება პირველი ადგილობრივი წარმოების ვაქცინა თურქეთში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში, თუ იგი მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვას უსაფრთხოების ტესტების შემდეგ.
ხელისუფლებამ ადრე თქვა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი 2021 წლის ბოლომდე იქნებოდა.