LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს” – ირაკლი ზარქუა 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე

45
1570455014-irakli-zarqua-1518684005-1024x725

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ოცივე მუნიციპალიტეტში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვონ.

„ქართული ოცნების“ დაგეგმილ აქციაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 27 ოქტომბრის აქციის მსგავსი აქტივობა “ქართულ ოცნებას” არაერთხელ ჰქონია.

კობახიძე 27 ოქტომბერს დაგეგმილ შეკრებაზე: ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა – პარტიის ორგანიზებულია ეს და არა ხელისუფლების

„ჩვენ ყოველთვის, ყოველი არჩევნების ბოლოს შემაჯამებელ აქციას ვაკეთებთ ხოლმე, შესაბამისად, ახლაც არანაირი გამონაკლისი არ არის, უბრალოდ დაგეგმილი იყო ის, რომ გვექნებოდა შემაჯამებელი აქცია. იმდენად უსუსურები არიან, იმდენად ეშინიათ ამ ყველაფრის, რომ კონტრაქცია და რაღაც იარლიყები უნდათ მიაწებონ.

სინამდვილეში, 2016-ში, ასევე 2017 წელს, რომ გავიხსენოთ მერობის არჩევნები, მერე იყო 2018-ში, ყოველთვის ვაკეთებთ შემაჯამებელ აქციას სადაც ხალხი, ჩვენი მხარდამჭერები, გვერდში მდგომები მოდიან და კიდევ ერთხელ ერთმანეთს შემოვუძახებთ ხოლმე. ეს არის და ეს მეტი არაფერი.

რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ: კობახიძე

გიგიმ და მისნაირებმა თუ უნდა ასე მიიღონ, თუ უნდათ ისე მიიღონ, მაგრამ რეალობა არის ეს-ეს არის შემაჯამებელი აქცია, სადაც კიდევ ერთხელ ჩვენ ერთმანეთს შევეხიდებით. როგორც ყველა პარტიას აქვს უფლება რომ კანონის ფარგლებში ჩაატაროს აქცია, შესაბამისად, ჩვენც როგორც მმართველ პარტიას გვაქვს უფლება რომ ჩავატაროთ დამაგვირგვინებელი აქცია, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ ვეტყვით ერთმანეთს თუ რა არის გეგმა, ამოცანა…ამ ქვეყანაში თავისუფლება არის მთავარი, ძალადობა და ზიზღის ენა ეს წარსულში უნდა დავაბრუნოთ და იქ ჩავტოვოთ უგულავასთან და მისნაირებთან ერთად,“-აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში სახალხო დამცველის განცხადებაც შეაფასა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ნინო ლომჯარიას პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს.

არსებობს რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით – სახალხო დამცველმა სააკაშვილის მიღებისთვის ციხის საავადმყოფოს ხარისხი შეამოწმა

მნიშვნელოვანია, რომ ყველანი დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში: ტიკარაძე ომბუდსმენს მიმართავს

„სამწუხაროა, რეალობაა და ეს უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა ლამაზად მივკიბ-მოვკიბოთ.

ფაქტია, რომ ქალბატონი სახალხო დამცველი არის პარტიული სულისკვეთებით განმსჭვალული განცხადებების მკეთებელი, მეტი არაფერი.

აბა ერთი გამახსენეთ ერთი თემა თუ დაინტერესებულა რომელიმე პატიმრის მდგომარეობით?

არც მოუკითხავს დაზარალებულები, რამდენად სწორად გავართვით თავი, მათი რეაბილიტაცია მოხდა, არ მოხდა?

ერთი დაინტერესება ყოფილა? მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში და მხოლოდ მაშინ ამოიღებს ხოლმე ხმას, როცა რომელიმე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს და ახლა მითუმეტეს მათ ბელადს ეხება საქმე.

რეალობა არის მარტივი, დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სისტემა გაცილებით უკეთესად, ევროპული ყაიდის და სტანდარტის, ვიდრე იყო 2012 წლამდე.

ეს არის ფაქტი და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

რაც შეეხება კონკრეტულად მედიკამენტი იქნება თუ აპარატი, ითქვა ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, რომ ყველაფერი არის მწყობრში, მათ შორის თუ რამე დაჭირდა ესეც არ იქნება პრობლემა.

მე მჯერა ჩემი ჯანდაცვის მინისტრის, მე არ მჯერა სახალხო დამცველის, რომელიც შემჩნეულია პოლიტიკური განცხადებებით, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის ინტერესების გატარებაში.

სამწუხაროა, ეს არ არის კარგი, მაგრამ ფაქტია,“-აღნიშნა ირაკლი ზარქუამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g