LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან: ჯო ბაიდენი

86
ჯო ბაიდენი

„კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სენატის მიერ უკრაინისათვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მივესალმები კონგრესს, რომელმაც მკაფიო ორპარტიული მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს, რომ ამერიკელი ხალხი მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მათ დემოკრატიასა და თავისუფლებას იცავს.

ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, სურსათისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უკრაინისათვის და კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

mazda magti 5g