LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევაც დაიზრდებიან” – ჩოხატაურში პატარა უკრაინელი დაიბადა

973
277911903_1396701447432657_6485542623419879776_n

ჩოხატაურში პატარა უკრაინელი დაიბადა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის კლინიკა “მედალფას” მეან-გინეკოლოგი სალომე თურმანიძე ავრცელებს.

როგორც ექიმი აღნიშნავს, პატარა რასტისლავი და მისი დედიკო ალიონა თავს კარგად გრძნობენ.

„კიდევაც დაიზრდებიან. ბედნიერი და ამაყი ვარ დღეს, როგორც არასდროს. დილით 07:45 სთ-ზე მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში უკრაინელ გმირ ხალხს კიდევ ერთი ვაჟკაცი შეემატა – პატარა რასტისლავი და მისი დედიკო ალიონა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. დიდება და გამარჯვება უკრაინას“, – წერს მეან-გინეკოლოგი სალომე თურმანიძე.

ცნობისთვის, 28 წლის ალიონა ტარაკანოვა საქართველოში 4 წლის შვილთან, ანასტასიასთან ერთად, უკრაინელ ნათესავთან ჩამოვიდა.

მან ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩოხატაურში ჩამოსვლამდე ძალიან რთული გზა გამოიარა.

მისი მეუღლე უკრაინაში დარჩა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g