LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის სასამართლომ დავით სააკაშვილის გაძევების საკითხი შეაჩერა

79

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის, გაძევების საკითხი შეაჩერა.

ამის შესახებ პარტია „ახალი ძალების“ პრესსამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით, სასამართლომ სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის პეჩერსკის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილება შეაჩერა, რომელიც 17 სექტემბრამდე დავით სააკაშვილის იძულებითი დაბრუნებას ითვალისწინებდა.

ამასთან, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ დავით სააკაშვილის სარჩელზე საქმის წარმოება დაიწყო. საქმის განხილვა 19 სექტემბერს გაიმართება.

მოვითხოვთ, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მთავარი სამმართველოს პეჩერსკის რაიონულმა განყოფილებამ წარმოადგინოს მასალები, რომელთა საფუძველზეც მათ 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის, დავით სააკაშვილის, სამშობლოში ან მესამე ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები