LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევზე თავდასხმა, შესაძლოა ნატო-ს სამიტის წინ ჩადენილი სიმბოლური აგრესია იყოს: ვიტალი კლიჩკო

164
ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „კიევზე თავდასხმა, შესაძლოა ნატო-ს სამიტის წინ ჩადენილი სიმბოლური აგრესია იყოს“. მისი განმარტებით, „განადგურებულია 220-ზე მეტი ბინა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ.

კიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

7 წლის უკრაინელ გოგონას მშვიდად ეძინა კიევში, ვიდრე რუსულმა რაკეტამ მისი სახლი არ ააფეთქა: დმიტრო კულება

„ჩვენი ქალაქი განადგურებულია, განადგურებულია 220-ზე მეტი ბინა, სადაც ადამიანები ცხოვრებენ, მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ. მათ თავდასხმა განახორციელეს ნატო-ს სამიტის წინ. ეს შეიძლება იყოს ამ დღეებში ჩადენილი სიმბოლური აგრესია. ეს სიმბოლური თავდასხმაა, რადგან ბოლო თავდასხმა კიევში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს მოხდა“, – აღნიშნა კლიჩკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g