კიმ კარდაშიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას ეხმიანება: „სომხეთში, სახლებში რაკეტები ცვივა. ხალხს არ აქვს რესურსი, გაიქცეს, მათ უწევთ ახალი თავშესაფრის ძიება, ტრანსპორტის, ფინანსური სახსრების, ყოველგვარი დახმარების გარეშე. ეს წლებია ხდება სომხეთში და არ უნდა ხდებოდეს. ილოცეთ სომხეთისთვის.
კიმ კარდაშიანის განცხადებას სომხური გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ კანიე უესტთან ქორწინებაში მყოფი კარდაშიანი, სომხეთში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.