LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის ახალი ლუქი: მკერდისა და წელის ფიქსატორი კორსეტი (ფოტო)

269

კიმ კარდაშიანი პაპარაცებმა ამჯერად ლოს-ანჯელესში,  Milk Studios-ს შესასვლელთან გადაიღეს. რეალითი-შოუს ვარსკვლავმა ამჯერადაც დაუტოვა საფიქრალი მოდის კრიტიკოსებს. მისი ახალი ანსამბლი არც ერთი მოდის სახლის კოლექციას არ ეკუთვნის. როგორც ჩანს, კარდაშიანმა თავად გადაწყვიტა დიზაინერობა. მას შავი ფერის სამოსზე ტყავის კორსეტი ეცვა, რომელიც წელისა და მკერდის ფიქსირებას ახდენდა.

ახალ ფოტოებშიც ჩანს, რამდენად დაიკლო კარდაშიანმა წონაში. მას ტყავის კორსეტი შავი ფერის ელასტიკთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ასევე ეკეთა 276 ფუნტ სტერლინგად შეფასებული სათვალე Celine-ის კოლექციიდან. რეალითი-შოუს ვარსკვლავი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა და უღიმოდა კიდეც ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g