LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის ახალი სამოსი ფანტაზიის ზღვარს სცილდება (ფოტო)

141

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ამჯერად უიკენდს კუბაში ატარებენ, სადაც წყვილი ერთ-ერთ რესტორანთან გამოჩნდა. სადილობამდე რეალითი-შოუს ვარსკვლავის გადაღება პაპარაცებმა შეძლეს და მან კიდევ ერთხელ მოახერხა საზოგადოების გაოცება.

35 წლის კარდაშიანი რეტორანში Givenchy-ის კორსეტით და მოკლე თეთრი ქვედაბოლოთი მივიდა. საზოგადოების კრიტიკა კი გამოიწვია მისი სამოსის უცნაურმა შეხამებამ. Givenchy-ის ტოპი, რომლის ღირებულებაც 2631 ფუნტი სტერლინგია, საერთოდ არ უხდებოდა სპორტულ ქვედაბოლოს.

ცოტა ხნით ადრე კიმ კარდაშიანი 2 წლის ქალიშვილისა და ქორთნი კარდაშიანის გოგონას, პენელოპეს ცეკვის გაკვეთილს დაესწრო, სადაც კოჭებამდე გრძელი კაბით მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები