კიმ კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ მორიგი პროვოკაციული ფოტო გააზიარა. მოდის ფოტოგრაფების, მერტ ალასისა და მარკუს პიგოტის მიერ გადაღებულ ფოტოზე კიმს ვერცხლისფერი, ღრმად ამოჭრილი საცურაო კოსტიუმი აცვია, ხოლო ფონად ამავე ფერის მავთულები აქვს, რომელზეც ის წევს.
ფოტოს კიმის ექსტრავაგანტული გემოვნების თაყვანისმცემლებს შორის მოწონება მოჰყვა.