ყველასთვის ცნობილია, რომ კარდაშიანების ოჯახში ცნობილი ადრეული ასაკიდან ხდებიან. მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაბადებიდანაც კი. ამის დასტურია 9 თვის ჩიკაგო უესტი, კანიესა და კიმ კარდაშიანის გოგონა, რომელმაც დედასთან ერთად, სახელობითი კოსმეტიკური ბრენდის კომპანიის KKWBeauty-ის ახალი კოლექციის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.
სექსუალურობა და სინაზე – ეს ახალი კოლექციის მთავარი თემაა, რაც 3 შვილის დედამ არაჩვეულებრავად გვიჩვენა.
ფოტოზე, რომელიც სატელევიზიო სახემ სოციალურ ქსელში განათავსა, წელს ზევით შიშველ კიმს პატარა ჩიკაგო ხელში უჭირავს.
გადაღებებიდან ქსელში მოხვედრილ სხვა ფოტოებზე ასევე შიშველი მამაკაცები ჩანან, რომლებიც 38 წლის ვარსკვლავთან ერთად პოზირებენ.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ კადრში კიმი დემონსტრირებას ახალი კოლექციის სხვადასხვა ფერის ბრჭყალებსა და ჩრდილებს უკეთებს.