45 წლის კიმ კარდაშიანმა შობა ყოფილ მეუღლესთან, კანიე უესტთან ერთად აღნიშნა. ტაბლოიდების ინფორმაციით, წყვილმა, რომელიც უკვე წლებია კონფლიქტშია, შერიგება შვილების გამო გადაწყვიტა.
ინსაიდერის თქმით, კიმმა და კანიემ „ომის დასრულება გადაწყვიტეს“ და საშობაო არდადეგები ნამდვილი ოჯახის შესაფერისად გაატარეს.
ყოფილი მეუღლეები ერთმანეთის მიმართ „მეგობრულები და თავაზიანები“ იყვნენ და შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობის აღდგენაზე მუშაობას გააგრძელებენ, რათა სრულფასოვნად აღზარდონ თავიანთი შვილები 12 წლის ნორდი, 10 წლის სეინტი, 7 წლის ჩიკაგო და 6 წლის ფსალმი.
კანიე უესტის მეუღლის უცნაური პერფორმანსი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

