LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინო „რუსთაველის” წინ ია ნინიძის ვარსკვლავი გაიხსნება: „ძალიან საინტერესო ღონისძიების მოწყობას ვგეგმავთ…“

1749
ია ნინიძე

დავით ოქიტაშვილი თათა სადრაძის გადაცემას „არტ ფმ“ ესტუმრა და ბევრ სხვა თემასთან ერთად ისაუბრა იმის შესახებაც, რომ აპირებს, ცნობილ ქართველ მსახიობს, ია ნინიძეს ვარსკვლავი გაუხსნას.

„ია ნინიძის ვარსკვლავი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიხსნება კინო „რუსთაველის” წინ. ქალბატონი ია მართლაც არაჩვეულებრივი მსახიობია, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა პუბლიკამ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიების მოწყობას ვგეგმავთ, რომელსაც თავად ქალბატონი ია გაუწევს ორგანიზებას. თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა, რადგან უამრავი ქართველი და უცხოელი მსახიობი გეგმავს საზღვარგარეთიდან ჩამოსვლას. არასდროს დამავიწყდება სოფიკო ჭიაურელის და ია ნინიძის ურთიერთობა. სწორედ იას ჩამოყვანა მთხოვა ქალბატონმა სოფიკომ, როცა ძალიან ცუდად იყო და მართლაც საოცარი შეხვედრა ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, შეიძლება იყო დიდი ხელოვანი, მაგრამ არ ვარგოდე ადამიანად, ია ნინიძე კი, ბრწყინვალე პიროვნებაა, რომელსაც ყველა გულწრფელად უყვარს. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვარსკვლავს ცნობილ ადამიანებს არა დათო ოქიტაშვილი, არამედ ის საზოგადოება უხსნის, რომელმაც ვარსკვლავად აქცია. ვფიქრობ, ნებისმიერი მსახიობისთვის ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ პუბლიკის სიყვარული და დაფასებაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g