LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოთეატრი “ამირანი” ექვსი ქართული ფილმის პრემიერას უმასპინძლებს

62

Ardaidardo.Geეროვნული კინოცენტრი და “თიბისი ბანკი” პირველ ივლისს, კინოთეატრ “ამირანში” ექვსი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერას უმასპინძლებენ.

 

კინოცენტრის ინფორმაციით, ექვსივე მათგანი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია.

 

საზოგადოება შემდეგ ახალ ქართულ ფილმებს ნახავს:

 

ტატო კოტეტიშვილის “ოგასავარა”. მურატმა და მაშამ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, მიზნის სისრულეში მოყვანამდე მათ დაუჯერებელი, სევდიანი და სასაცილო ისტორიები ელოდებათ.

 

დათა ფირცხალავას “მამა”. ლადო და ნიკა ძმები არიან, რომლებთანაც ერთ ჩვეულებრივ დღეს დიდი ხნის წინ გაუჩინარებული მამა მოდის. ძმებს მის მიმართ ცივი დამოკიდებულება აქვთ. ლადოს მამასთან ბევრი კითხვა უჩნდება, პასუხებს კი თავს გადახდენილი ისტორიის შემდეგ თავადვე პოულობს.

 

თამარ შავგულიძის “პირველი დღე”. 9 წლის გიორგის მშობლები უბედური შემთხვევის დროს იღუპებიან. ტყეში დამალობანას თამაშის დროს მარტოდარჩენილ, შეშინებულ გიორგის სახე უნათდება. იგი უცებ ხვდება, რომ მისი სახლი ერთ კონკრეტულ მისამართზე არ არის, იგი მთელი სამყაროა, რაც ახალი ცხოვრების დაწყების შანსს იძლევა.

 

თორნიკე ბზიავას “მექელეხე”. მოხუცებულთა თავშესაფარში, უფასო სადილის მოლოდინით შეწუხებულ 70 წლის რეზოს სპეციალური წიგნაკი აქვს, სადაც გაზეთის ნეკროლოგებიდან ამოწერილი უცნობი, გარდაცვლილი ადამიანების მისამართები უწერია. მოტივი ერთია – ქელეხზე მოხვედრა და უფასო ჭამა. ერთ-ერთი ასეთი ქელეხის დროს რეზოს და მისი ყოფილი მოსწავლის, თორნიკეს გზები გადაიკვეთება, რომელსაც იგი 90-იან წლებში ქართულ ცეკვას ასწავლიდა.

 

ვახო ჯაჯანიძის “გამოსვლა”. თითქმის დაცარიელებულ პატარა ქალაქ ჭიათურაში დრო გაჩერდა. გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლით დაღლილი ადამიანები ინერციით განაგრძობენ უაზრო არსებობას. ქალაქის განაპირას, პატარა სახლში ორი და ცხოვრობს – ტატიანა და ლილი. დებს შორის დაძაბულობა მაშინ ჩნდება, როდესაც ლილის ამ ჭაობიდან თავის დაღწევის და თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადასვლის შანსი უჩნდება.

 

გიორგი წილოსანის “მზადება”. ეს არის ერთი ოჯახის ისტორია რომელიც სოფელში ცხოვრობს. ოჯახი ოთხი წევრისაგან შედგება ბებია, მამა და ორი გოგონა. ერთ საღამოს ვახშმობისას მოხუცი შეუძლოდ ხდება. ექიმის დიაგნოზი ამძაფრებს დაძაბულობას. მალე ოჯახს სიკვდილის ფანტომი ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები