LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინზინგერი: ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით ხომ, რომ რუსეთი აგებს?

150
ზელენსკი და პურტინი (1)

საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? – ასე გამოეხმაურა Twitter-ზე ყოფილი კონგრესმენი, CNN-ის პოლიტიკური კომენტატორი ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს.

საგარეო უწყების განცხადებით, კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს

კასიანოვი უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაზე – ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ

„ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?,“ – წერს ადამ კინზინგერი.

 

 

კინზინგერის აღნიშნულ პოსტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „კინზინგერის ასეთი პროპაგანდისტული მესიჯები გვიჩვენებს იმას, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს“

„ბოლოს და ბოლოს, ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს ასეთი კითხვები დაუსვას?

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე 15 წელი იქნება მალე, რაც გაწყვეტილია. ამიტომ, საქართველოში რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან მსგავსი არ არსებობს. ზოგადად, კინზინგერი არის ერთი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანი და საჭიროდ არ ვთვლი, რომ მის ამ პოზიციებზე რაიმე კომენტარი უნდა გავაკეთო”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g