LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლი „შანელის“ ვერცხლისფერ კაბაში „კოლეტის“ პრემიერაზე (ფოტო)

463

კირა ნაიტლი ახალი ფილმის „კოლეტის“ პრემიერას დაესწრო. 33 წლის მსახიობი ფილმის ლონდონურ ჩვენებაზე ბრწყინავდა „შანელის“ ვერცხლისფერ კაბაში, რომელიც უამრავი ძვირფასი თვლით იყო გაფორმებული. კაბა იმდენად ნაზი და ზღაპრული იყო, რომ მასში ნაიტლი „ფიფქიასაც“ შეადარეს. პრემიერა წვიმიან ამინდს დაემთხვა, თუმცა ამან არ შეუშალა ხელი მსახიობს ქოლგით ეპოზიორა ფოტოგრაფებისთვის და ფოტოები გადეღო გულშემატკივრებთან.

„კოლეტი“ უოშ უესტმორლენდის ბიოგრაფიული დრამაა, რომელიც ფრანგი მწერლის, სიდონი-გაბრიელ კოლეტისა და მისი მეუღლის ცხოვრების ისტორია გვიყვება. ფილმში კირა ნაიტლის გარდა, მთავარ როლებს დომენიკ უესტი და ელინორ ტომლინსონი ასრულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g