LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირკოროვმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჰიმნი ჩაწერა, თუმცა… (ვიდეო)

22

ფილიპ კირკოროვმა, სერგეი ლაზარევმა და კრისტინა ორბაკაიტემ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჰიმნი ჩაწერეს.
სამუნდიალო კლიპის ჩაწერა სოჭში გაიმართა. რუსული ესტრადის ზემოჩათვლილი ვარსკვლაავების გარდა გადაღებებში მონაწილეობა სხვა შემსრულებლებმაც მიიღეს.
ჩაწერის პროცესს ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ზემლიანეს“ დამფუძნებელი ვლადიმირ კისელიოვი. სწორედ მან დაწერა საჰიმნო მუსიკა. სიტყვების ავტორი კი ოლიგარქი და პოეტი მიხაილ გუცერიევია.
მართალია გადაღებები საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც მოხვდა ჟურნალისტების ხელში.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება.
ამ ზაფხულს კი (17 ივნისი-2 ივლისი) ოთხი ქალაქი კონფედერაციის თასს უმასპინძლებს.

 

თუმცა საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის.
მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა, ჰიმნზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ორგანიზატორების თქმით, 2018 წლის მუნდიალის ოფიციალურ სიმღერას ფილიპ კირკოროვი არ შეასრულებს.

ალექსეი სოროკინი: “ის, რაც ხდება, ძალიან კარგია, მაგრამ პირველად მესმის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნზე. წარმოდგენა არ მაქვს, რა ვიდერგოლს იღებს ფილიპ კირკოროვი. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოფიციალური სიმღერის ჩაწერა მიმდინარეობს. თუ საუბარი ოფიციალურ ჰიმნზე იქნებოდა, ინფორმაცია მინიმუმ ფიფასთვის უნდა მიგვეწოდებინა. ფიფას წარმომადგენლები ჩვენთან რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ, თუმცა ამ საითხზე არ გვისაუბრია”.

 

https://www.youtube.com/watch?v=MPeIiSG3Y0g

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები