LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვა – რა ემართება ლარს, ბოლომდე სწორი არ არის – ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი

159
ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძე, რომელსაც თავის დროზე ლარის გაუფასურებას “აბრალებდნენ”, ამბობს, რომ რა ემართება ლარს – ამ ფორმით კითხვის დასმა ბოლომდე სწორი არაა. ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე, გადაცემაში სახელწოდებით “სირცხვილია” განაცხადა, რომ ფუნდამენტური პრობლემა და მთავარი კითხვაა, რატომ ვერ აწარმოებს ქვეყანა საკმარისს მომსახურებასა და პროდუქციას და რატომ არ იქმნება საქართველოში დოვლათი, რაც კეთილდღეობასა და განვითარებას უზრუნველყოფს. 

ეროვნული ბანკი ხვალიდან ლარის დასტაბილურებას 40 მილიონი დოლარით შეეცდება

კურსმა დღეს ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

“ლარი ეკონომიკაში მიმდინარე სიტუაციას ასახავს. როდესაც ლარი უფასურდება, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები. ამიტომ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა სჭირს ჩვენს ეკონომიკას, რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა და რატომ ვერ ვქმნით საკმარისს დოვლათს“, -ამბობს ქადაგიძე.

მისი თქმით, ბოლო 30 წელში საქართველოს ექსპორტი დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია.

“შედარებისთვის რომ ვთქვათ, 30 წელიწადში ირლანდიამ შესძლო თავისი საექპორტო პროდუქციის გაზრდა დაახლოებით 30-მილიარდით, სინგაპურმა – 80 მილიარდით, ესტონეთმა კი დაახლოებით – 15 მილიარდით“, – ამბობს ქადაგიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g