LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლარიჯის სასტუმროში განთავსებული ორიგინალური ნაძვის ხე „ბეჭდების მბრძანებლის დეკორაციას შეადარეს“

221
whitetree

კლარიჯის სასტუმროში გადაწყვიტეს, რომ ახალი წელი უჩვეულო ნაძვის ხით აღენიშნათ, რითაც „ვოგის“ ოფისში ნამდვილი დებატები გამოიწვიეს. აზრი ორად გაიყო, ნაწილს მოეწონა ახლებული მიდგომა, ნაწილი კი მაინც ტრადიციების მომხრე დარჩა.

მაქსიმალისტი: ჰეილი მეიტლენდი, უქმეების რედაქტორი

კლარიჯის ნაძვის ხე ეს არის გაცოცხლებული ელეგანტურობა, რომელიც შობას მართლაც ძალიან უხდება. თუმცა, მაინც როდესაც ახალ წელზე ვფიქრობ რაღაც უფრო ტრადიციული, ძველი, მშობლიური, ოჯახური მჭირდება. კლარიჯის სასტუმრო ძალიან მიყვარს, ის ლონდონის სული და გულია, თუმცა მათი ნაძვის ხე „ბეჭდების მბრძანებელს“ და სცენიდან აღებულ დეკორაციას უფრო მაგონებს და შობასთან მისი დაკავშირება ძალიან მიჭირს.

მინიმალისტი: ჰუმა ჰუსეინი, კომერციული ავტორი

შობა ძალიან მიყვარს და ამ დროს ლონდონს მართლაც არაფერი შეედრება. ყველა ქუჩა ულამაზესია, ყველა კუთხეში სადღესასწაულო განწყობა სუფევს. თუმცა ერთი რამ რაც ძალიან არ მომწონს, არის ზედმეტად მორთული ნაძვის ხე. ალბათ ეს უფრო ჩემი სუბიექტური მიდგომაა, მაგრამ მომწონს როდესაც დეკორაცია მინიმალისტურია და არც ერთი ზედმეტი ელემენტი არ აქვს. მჯერა რომ ნაკლებად გაფორმებული საშობაო ხე თქვენს დეკორს ძალიან მოუხდება და თან ნაკლებ არეულობას გამოიწვევს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყოველ წელს ახალ–ახალი სათამაშოები, გირლანდები მოგწონთ და ძველი ფუჭად იკარგება. შესაძლოა, ზოგჯერ მეც შევქმნა დეკორაცია და ჩემ ხეს დავუმატო, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება და წელს ხმას მინიმალისტურ დიზაინს ვაძლევ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g