LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლასიკური გიტარის შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსი თბილისში გაიმართება

78

19-25 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში კლასიკური გიტარის შემსრულებელთა პირველი საერთაშორისო კონკურსი კონსერვატორიაში ჩატარდება. საგულისხმოა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ზემოხსენებული ღონისძიება წელს უკვე მესამედ ჩატარდება, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ქართველებთან ერთად, მასში უცხოელი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. მუსიკოსები ეგვიპტიდან, ისრაელიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან და სომხეთიდან ქართველ შემსრულებლებს გაუწევენ კონკურენციას.

გამარჯვებულები 25 ოქტომბერს გალა-კონცერტზე დასახელდებიან, მანამდე კი, 19, 21 და 23 ოქტომბერს კონკურსის დღეები გაიმართება.

ჟიურის შემადგენლობაში არიან ვაჩე ლალიაშვილი, ვაჟა კალანდაძე, ტატო ჯინჯიხაძე და ჰაკოპ ჰაგაცპანიანი.

მესამე ადგილის მფლობელს, 1000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს – 2000, ხოლო პირველადგილოსანს – 3000 ლარი ერგება ჯილდოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g